Header

untitled-1

წარმოების პროცესი

-კონცენტრატის ხაზი

ამ ხაზის სამუშაო სიმძლავრე შეადგენს 15 ტ/ს. მანდარინი ქარხანაში მოაქვთ ფერმერებს ხის ყუთებში ან სატვირთო მანქანებში დატვირთული, რის შემდეგაც ხდება მათი ბეტონის აუში გადაცლა. წყლის ნაკადს მანდარინი შეაქვს აუზში სადაც ის ირეცხება და კოვშოვი ელევატორით ადის ეთერზეთების გამომყოფ დანადგარში. ეთერზეთების გამომყოფი დანადგარში მანდარინის კანი იხეხება, რის შემდეგაც სველი ჯაგრისების საშუალებით იწმინდება. მინი ელევატორს მანდარინი ააქვს წვენის ექსტრაქტორში. ექსტრაქტორში მანდარინი 2 ნაწილად იჭრება და ცილიდრების საშუალებით იჭყლიტება. ნარჩენები როგორიცაა კანი და ბოჭკო გროვდება და ხრახნის საშუალებით გადადის ნარჩენების გადამამუშავებელ სექციაში. მღვრიე წვენი ტუმბოს საშუალებით მიეწოდება დეპულპერს პირველადი გაწმენდისათვის.ნარჩენი ბოჭკოები და პულპა ინახება იმავე ხრახნში, წვენი კი მეორე ტუმბოს საშუალებთ შესანახად გადადის ბუფერულ ტანკერში.

ტანკერის ქვემოთ დაყენებულია პასტერიზატორი რათა თავიდან იქნეს აცილებული მიკროორგანიზმების აქტივობის გამო წვენის გაფუჭება. პასტერიზატორი იკვებება ტუმბოს საშუალებით. წვენის მიწოდების სიჩქარე შეადგენს 100000 ლ/ს. მილოვანი ტიპისაა, სადაც წყლის ტემპერატურა შეადგენს 110 °c, ხოლო პასტერიზაციის ტემპერატურა დაახლოებით 80-82°c იმის გათვალისწინებით რომ წვენის PH 4-ზე დაბალია. გაცხელების შემდეგ 30 წამიანი დგომის რეჟიმია.

ბოლოში დამონტაჯებულია სარქველი რათა უზრუნველყოს პროდუქციის დაბრუნება ბუფერულ ტანკერში იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდა პასტერიზაციის სასურველ ტემპერატურაზე მიღწევა. საბოლოო ნაბიჯი არის პროდუქტის გაგრილება რომელიც ჭის წყლით კეთდება. გაგრილება ხდება 70-75°c რაც დამონტაჟებული 2 ცენტრიფუგის საუკეთესო შედეგის ჩვენებისათვის შესაბამისი ტემპერატურა უნდა იყოს. სწორედ ცენტრიფუგების საშუალებით ხდება წვენის საბოლოო გაწმენდა კონცენტრირებამდე. ცენტრიფუგიდან წარმოშობილი ნარჩენები გადის ხრახნის მეშვეობით.

წვენის ბუფერულ ტანკერში დაბრუნება გათვალისწინებულია იმ შემთხვევებში, როცა ერთ-ერთი ან ორივე ცენტრიფუგა გაითიშება იმის გამო რომ ტანკერი სავსეა. ტანკერი თავისი მოცულობითი ტუმბოთი კვებავს ევაპორატორს. ევაპორატორის მოცულობა 7000 ლ/ს. კონდენსატორი აორტქლებს წყალს და საბოლოო კონცენტრატის ბრიქსის მაჩვენებელი შეადგენს 58,5-ს. კონცენტრატის ჩამოსხმის 1200 კგ/ს. კონცენტრატის დაფასოება ხდება 200ლ ასეპტიკურ ტომრებში ერთთავიანი შემავსელით.


- პიურეს ხაზი

ამ ხაზის სამუშაო სიმძლავრე შეადგენს 10 ტ/ს. ნარჩენები კანისა და ბოჭკოების სახით გადაიზიდება ელევატორით პრესში სადაც პრესირებას გადის ახალი წვენის მიღების მიზნით. ამ წვენის ხარისხი არ იქნება ისეთი როგორიც პირველი გადამუშავებისას მიღებული, ამიტომაც ეწოდება მეორე ხარისხოვანი წვენი.

წნევის ხარისხი რეგულირდება რათა თავიდან იქნეს აცილებული სიმწარე და ბოჭკოების წვენში გარევა. მოცულობითი ტუმბოს წვენი გადააქვს დეპულპერ-ფინიშერში რათა წვენი საბოლოოდ განიწმინდოს ბოჭკოებისა და სხვა ნარჩენებისაგან, რის შემდეგაც მეორე ხარისხის წვენი უერთდება პირველ გამოწურულ წვენს ტანკერში. პრესიდან ნარჩენები ხრახნის საშუალებით გადაადგილდება დამქუცმაცებლისაკენ სადაც მას ერევა ცხელი წყალი კონდესატის სახით რომელიც ხშირ შემთხვევაში წარმოიშობა ევაპორატორიდან. საჭიროების შე