Header

untitled-1

იცით თუ არა რომ?

მანდარინი იცავს ორგანიზმს კიბოსგან

იაპონიაში ჩატარებული პირველი სრულიად განსხვავებული კვლევის შედეგად დადგინდა რომ მანდარინის ხშირი მომხმარებელი კობითი დაავადებისაგან გაცილებით დაზღვეულები არიან. კვლევა ჩატარდა ქალაქ მიკაბისში 1073 ადამიანზე რომლებიც რეგულარულად ციტრუსებით იკვებებოდნენ.ტესტების შედეგად დადგინდა რომ მანდარინში არსებული ნივთიერება კაროტინი ამცირებს ადამიანებში არტერიების გამკრივების, ღვიძლისა და შაქრის დაავადებების წარმოქმნის რისკს.

კიოტოს უნივერსიტეტში ჩატარებული სხვა კვლევის შედეგად კი დადგინდა რომ მანდარინის წვენის მომხმარებელი ნაკლებად ავადდებიან ჰეპატიტითა და ღვიძლის კიბოთი.


კვებითი ღირებულებები

100 გრ ახალი მანდარინი შეიცავს შემდეგ კვებით ღირებულებებს:

46 კ/კალ, 0.8 გრ პროტეინი, 11.6 გრ ნახშირწყლები, 0 ქოლესტერინი, 0.2 გრ ცხიმი, 0.5 გრ ბოჭკო, 18 მგფოსფორი, 49 მგკალციუმი, 0.4 მგ რკინა, 2 მგ ნატრიუმი, 126 მგ კალიუმი, 7.8 მგ მაგნიუმი, 420 ერთეული a ვიტამინი, 0.06 მგ b1 ვიტამინი, 0.2 მგ b2 ვიტამინი, 0.1 მგ b3 ვიტამინი, 0.067 მგ b6 ვიტამინი, 7.4 მკგ ფოლის მჟავა და 31 მგ c ვიტამინი.


საიტნერესო ფაქტები მანდარინის შესახებ

მანდარინი მდიდარია b და c ვიტამინით. მანდარინის კანი მდიდარია p ვიტამინით. კალციუმის, კალიუმის, მაგნიუმის, ნატრიუმის, რკინის, ბრომი და ფოსფორის მინერალები მოიცავს. ზოგი პატარა მანდარინი ზოგ დიდ ფორთოხალზე მეტ c ვიტამინს შეიცავს.

მას ვისაც ფორთოხლის მონელება უჭირს მანდარინის მონელება გაცილებით გაუადვილდება. სისხლს წმდენს. გულისძაღრვთა დაავადებების კარგი სამკურნალო საშუალებაა. ქოლესტერინიცაა და წნევის დაწევაში ეფექტურია. არტერიების გაქვავებასა და ინსულტის სამკურნალო საშვალებაა.ამშვიდებს ნერვებს. აძლიერებს იმუნურ სისტემას.ვახშმობის შემდეგ 1-2 მანდარინი ეხმარება ჩაძინებაში მათ ვისაც უძილობა აწუხეს. თირკმლისთვის სასარგებლო ხილია. თირკმელს იცავს ქვების წამოშობისგან. მანდარინი შეიცავს ანტიოქსიდანტურ ნივთიერებებს რაც იძლევა კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობას იძლევა.


პასტერიზაციის პროცესი მოქმედებს თუ არა პრიდუქციის ბუნებრივობაზე?

პასტერიზაციის დროს პროდუქცია ცხელდება მაღალ ტემპერატურაზე (96-98 °C -ზე), რაც უზრუნველყოფს მიკრობების განვითარების პრევენციას.პასტერიზაციის პროცესი გრძელდება მცირე დროის განმავლობაში, რის გამოც პროდუქციის ხარისხიანობის მაჩვენებელი მაქსიმალურად ნარჩუნდება, ანუ პროდუქციაში არსებული ვიტამინების, მინერალების და გემოს მაჩვენებელში მნიშვნელოვანიმ ცვლილებები არ შეინიშნება.


ხდება თუ არა პროდუქციის პასტერიზაცია?

პროდუქციის პასტერიზაცია წარმოების პროცესის ერთერთი განუყოფელი ნაწილია .


წარმოებაში თუ გამოიყენება დამპალი ხილი?

ქარხანაში მიღებული ხილი ექვემდებარება ინსპექციას.ლაბორატორიული ანალიზების შედეგად ხდება ნაყოფის სიდამპლის პროცენტული მაჩვენებლის დადგენა.წარმოებაში გაშვებამდე ხილი გადის გადარჩევის პროცესს დამხარისხებელ ლენტაზე