Header

untitled-1

ჩვენ შესახებ


კომპანია Georgian Industrial Asset Management Group დაარსდა 2011 წლის აგვისტოში. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ხილის კონცენტრირებული წვენის წარმოება. ძირითადი აქცენტი მანდარინზე კეთდება. კომპანიის ადმინისტრაციული ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქალაქ ქობულეთში. კომპანიის მფლობელობაში ქარხანასთან ერთად შედის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე საწყობები და მიწა. კომპანიის მიერ დღემდე განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს 6 319 168 $. დღემდე მიღებულია 32 896,726 ტონა მანდარინი, წარმოებულია 2635,027 ტონა კონცენტრატი და 1422,978 ტონა პიურე. კომპანია, ასევე ახორციელებს მზა პროდუქციის გაყიდვასა და ექსპორტს. კომპანიის მუშაკები წარმოადგენენ მაღალკვალიფიცირებულ, ეფექტურ და გამოცდილ გუნდს. სულ დასაქმებულია 94 ადამიანი. უნდა აღინიშნოს, რომ ქარხნის პორტთან, რკინიგზასთან და სატრანზიტო გზებთან სიახლოვე ხელს უწყობს პროდუქციის დროულ და ეფექტურ მიწოდებას.


კომაპანიამ დანერგა ხარისხისა და სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და წარმატებით გაიარა სერთიფიცირება. რაც ხელს უწყობს კომპანიის მუშაობის პროცესის გაუმჯობესებას, უადვილებს პარტნიორ ფირმებთან და პერსპექტიულ კლიენტებთან ურთიერთობას. სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის დანერგვით,ჩვენ ვუზრუნველყოფთ პროდუქციის უვნებლობას თითქმის 100%-მდე.


კომპანიის მისია და ღირებუებები

ქართული ნატურალური ნედლეულით მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება, მომხმარებელთან შედეგიანი და ხანგრძლივი საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პერსონალის მუშაობის ეფექტურობის მუდმივი ზრდა ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ქართველი ფერმერებისა და ქართული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.


კომპანიის ხედვა

თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოების არეალის გაფართოება, მეზობელ რეგიონებში ახალი ბაზრების ექსპლოატაცია და წამყვან მწარმოებელ ფირმად ჩამოყალიბება. პროდუქტის პორტფოლიოს გაზრდა პექტინითა და ეთერზეთებით.

ჩვენი კომპანია მდებარეობს აჭარის რეგიონში, რომელიც ცნობილია თავისი ნაყოფიერი ნიადაგით, გეოპოლიტიკური მდებარეობით და სუბტროპიკული კლიმატური პირობებით რაც მაქსიმალურად ხელს უწყობს ამ რეგიონში ციტრუსოვანი ხილის ნაყოფიერ ზრდას. საქართველოში ციტრუსის მოსავლის 90% სწორედ აჭარაზე მოდის. აქედან ჭარბობს მანდარინი, რომელიც აჭარაში 8000 ჰექტარზეა გაშენებული.

მანდარინი აჭარაში იკრიფება ნოემბრის მიწურულს, იკრიფება ხელით, რაც თითეოული მანდარინის ხარისხის კონტროლს ამაღლებს. მოკრეფილი მანდარინი წარმოებაში გაშვებამდე კიდევ ერთ გადახარისხების პროცესს გადის რათა სტანდარტების შესაბამისი უსაფრთხო, უმაღლესი ხარისხის კონცენტრატი იქნეს მიღებული. მსოფლიოში მზარდ ორგანული პროდუქციის წარმოების ტრენდთან მიმართებაში აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც რომ მანდარინი აჭარაში იზრდება და მოიყვანება ყოველგვარი ქიმიკატებისა და მავნე პესტიციდების დამატების გარეშე. მანდარინის ბაღების ქარხანასთან სიახლოვე აადვილებს და აჩქარებს მოკრეფა-ჩაბარებისა და წარმოების პროცესს.